ჩვენი კომპანიის მიზანია, საქართველოში შრომის  უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის დარგში საერთაშორისო სტანდარტების დანერგვა. ორგანიზაციებსა და საწარმოებს ვეხმარებით უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნასა და გაუმჯობესებაში, საფრთხეების იდენტიფიცირებასა და რისკების შეფასებაში. ასევე,  ვუზრუნველყოფთ სამუშაო გარემოს აუდიტს, ცნობიერების ასამაღლებელ ტრენინგებს და შესაბამისი დოკუმენტაციის შემუშავებას.

შპს "სეიფფლეის"_ის გუნდი შედგება პროფესიონალებისგან და  არის შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის წევრი.

საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს შრომის კოდექსის" შესახებ,ავალდებულებს ყველა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულ პირს, რომ ჰყავდეს შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი ან დაიქირაონ კომპანია, რომელიც გაუწევს შესაბამის მომსახურებას საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით.სწორედ ამიტომ ჩვენი კომპანია გთავაზობთ მუდმივ მომსახურებას:

(მშენებლობებს, წარმოებებს, ორგანზიაციებს, ოფისებს, მაღაზიებს,ბარ-რესტორნებს, სასტუმროებს, კლინიკებს, საცხობებს, აფთიაქებს, სალონებს და ა.შ.)....

ჩვენი მომსახურება ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.ჩვენი ოფისები მდებარეობს როგორც თბილისში (ცენტრალური ოფისი) ასევე ქუთაისში (რეგიონალური ოფისი).